ENG
10 ივნისი, 2020

საშეღავათო პერიოდი II ეტაპი | ხშირად დასმული კითხვები

საშეღავათო პერიოდი II ეტაპი | ხშირად დასმული კითხვები

 

1. ვინ ისარგებლებს დამატებითი (ივნისი, ივლისი, აგვისტო) საშეღავათო პერიოდით?
 
  • საშეღავათო პერიოდი ავტომატურად გავრცელდება იმ ფიზიკური პირების სასესხო ვალდებულებებზე, რომლებიც მოხვდებიან შემოსავლების სამსახურის დახმარების მიმღებთა ერთიან ბაზაში.
  • პანდემიის პერიოდში დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავალი ან დაკარგეს სამსახური და ეს იდენტიფიცირებულია ბანკის მიერ.
  • პენსიონერები, რომლებიც სარგებლობენ საპენსიო სესხით ან ოვერდრაფტით.
 
2. როგორ სესხებს ეხება დამატებითი საშეღავათო პერიოდი ?
 
ავტომატური გადავადება ეხება ფიზიკურ პირების მხოლოდ იმ სასესხო ვალდებულებებს, რომელიც იყო აქტიური 2020 წლის 14 მარტის მდგომარეობით,  2020 წლის 1 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით და 14 მარტის მდგომარეობით არ გააჩნდათ არც ერთი სესხი, რომელიც იყო ვადაგადაცილებული 30 დღეზე მეტი ვადით და არ იყო გადაცემული პრობლემური სესხების მართვაში.
 
3. როდიდან დაიწყება საშეღავათო პერიოდი?
 
დამატებით საშეღავათო პერიოდით სარგებლობა დაიწყება 12 ივნისიდან და გაგრძელდება 30 აგვისტოს ჩათვლით.
 
4. საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში გაიზრდება თუ არა ყოველთვიური შესატანი თანხა?
 
საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტი გადანაწილდება საშეღავათო პერიოდის დასრულებიდან ისე, რომ ყოველთვიური შესატანი თანხა არ გაიზარდოს.
 
5. საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში გაიზრდება თუ არა სესხის ვადა?
 
დიახ, სესხის ვადა გაიზრდება, ისე რომ არ მოხდეს ყოველთვიური შესატანი თანხის  გაზრდა.
 
6. რა პირობით ვრცელდება დამატებითი საშეღავათო პერიოდი ოვერდრაფტზე?
 
ოვერდრაფტის შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის განმავლობაში არ განხორციელდება დარიცხული % -ის ჩამოჭრა, ხოლო საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ ყოველთვიური გადასახდელი თანხა გაიზრდება უმნიშვნელოდ.
 
7. რა პირობით ვრცელდება დამატებითი საშეღავათო პერიოდი საკრედიტო ბარათებზე?
 
საკრედიტო ბარათების შემთხვევაში მინიმალური გადასახდელი თანხისა და ნულოვანი პირობით სარგებლობის საშუალება გადავადდება 3 თვით, რის შემდეგ გადასახდელი თანხა გაიზრდება უმნიშვნელოდ. 
 
8. ეხება თუ არა დამატებით საშეღავათო პერიოდი სოციალური ტიპის სესხებს?
   
ლიბერთი ბანკის გადაწყვეტილებით, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის        #ლიბერთიგულით ფარგლებში, დამატებითი (ივნისი, ივლისი, აგვისტო) საშეღავათო პერიოდი, შეეხება საპენსიო  სესხებსა და საპენსიო ოვერდრაფტებს. 
 
  • საპენსიო სესხები: 14 ივნისიდან მოხდება სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხის გადავადება და 14 ივნისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში მსესხებლები გადაიხდიან მხოლოდ დარიცხულ პროცენტს. სესხის დაფარვის ვადა გაიზრდება ისე, რომ არ შეიცვალოს პანდემიამდე არსებული სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადი.
  • საპენსიო ოვერდრაფტები: 2020 წლის 14 ივნისი - 14 აგვისტოს განმავლობაში მომხმარებლები გადაიხდიან მხოლოდ მიმდინარე თვის დარიცხულ პროცენტს, რაც შეეხება 14 მარტი - 14 ივნისის პერიოდში გადავადების შედეგად დარიცხულ პროცენტს, გადანაწილდება ისე, რომ  ყოველთვიურად გადასახდელი თანხა არ გაიზრდოს მნიშვნელოვნად.
 
9. ეხება თუ არა დამატებითი საშეღავათო პერიოდი ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებს?
 
იმ მსესხებლებს, რომელებიც მოხვდნენ სახელმწიფო დახმარების სიაში და ამავადროულად აქვთ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი, კონკრეტულ ვალდებულებაზე გადავადება შეეხება მხოლოდ ძირითად თანხას.
 
10. ვრცელდება თუ არა დამატებითი საშეღავათო პერიოდი ბიზნეს სესხებზე?
 
საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ლიბერთი ბანკი შესთავაზებს ბიზნეს მსესხებლებს, HoReCa სექტორის წარმომადგენლებსა და ფიზიკურ პირებს, რომელთა შემოსავლებიც პანდემიის პერიოდში შემცირდა და შესაბამიასდ, მომავალ თვეებში ვერ შეძლებენ სესხის მომსახურებას.  
 
11. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხულ პროცენტს ერიცხება პროცენტი?
 
არა, პროცენტზე პროცენტი არ დაგერიცხებათ
 
12. თუ ვსარგებლობ რამდენიმე სესხით ერთდროულად ყველა მათგანზე გავრცელდება საშეღავათო პერიოდი?
 
დიახ, თუ მოხვდებით შემოსავლების სამსახურის დახმარების მიმღებთა ერთიან ბაზაში და აკმაყოფილებთ  პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 
 
13. არ მსურს საშეღავათო პერიოდით სარგებლობა, როგორ მოვიქცე?
 
იმ შემთხვევაში თუ მსესხებელს არ სურს გადავადების პირობით სარგებლობა, მას ექნება საშუალება დააფიქსიროს უარი შემდეგი არხების საშუალებით:
- დისტანციური საბანკო არხები;
- ბანკომატები;
- დისტანციური მომსახურების ცენტრი;
- ფილიალი / მომსახურე ბანკირი / საკრედიტო ექსპერტი
 
14. თუ წინა ჯერზე უარი თქვა მსესხებელმა, ეხლა თუ შეძლებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას?
 
საშეღავათო პერიოდით სარგებლობას შეძლებენ ის კლიენტები, რომლებიც მოხვდებიან შემოსავლების სამსახურის დახმარების მიმღებთა ერთიან ბაზაში და კლიენტები, რომელთაც ბანკი ინდივიდუალურად შესთავაზებს, მიუხედავად იმისა სარგებლობდნენ თუ არ სარგებლობდნენ წინა ჯერზე  საშეღავათო პერიოდით.
 
15. რა ტიპის სესხებზე არ გავრცელდება ავტომატური დამატებითი საშეღავათო პერიოდი?
 
საშეღავათო პერიოდი არ გავრცელდება შემდეგი ტიპის სესხებზე:
- ლომბარდულ სესხებზე;
- ანაბრით უზრუნველყოფილ სესხებზე;
- სახელმწიფო პროგრამების ფარგელბში გაცემულ სესხებზე, როგორიც არის „აწარმოე საქართველო“ და ‘შეღავათიანი აგროკრედიტი“;
- ფიზიკურ პირებზე ბიზნეს მიზნობრიობით გაცემული სესხებს, რომელთა მიმდინარე ვალდებულება აღემატება 100,000 ლარს  (შესაძლებელია ინდვიდუალურად განხილვა).
 
16. მსურს ვისარგებლო დამატებით საშეღავათო პერიოდით, თუმცა არ მოვხვდი შემოსავლების სამსახურის დახმარების მიმღებთა ერთიან ბაზაში, როგორ მოვიქცე?
 
საშეღავათო პერიოდით სარგებლობისათვის მიმართეთ მომსახურე ბანკირს/საკრედიტო ექსპერტს ჩვენს სერვის ცენტრებში, რომლებიც მოახდენენ შესაბამის რეაგირებას.
 
17. რა დოკუმენტები დამჭირდება, რომ ვისარგებლო დამატებით საშეღავათო პერიოდით და მოხდეს ინდივიდუალურად ჩემი განაცხადის განხილვა?
 
- შემოსავლების ჩარიცხვების შესახებ ამონაწერი 2020 წლის 1 იანვრიდან დღემდე ან
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომელიც მოიცავს ინფორმაციას 2020 წელს მიღებულ შემოსავალზე ან
- ცნობა დამსაქმებელი კომპანიიდან უნდა მოიცავდეს ინფორმაციას 2020 წელს  მიღებულ შემოსავალზე;
- საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც მოქმედი იყო 1 მარტამდე ან 2020 წლის პირველ კვარტალში არ დაფიქსირებულა იჯარის ჩარიცხვები.
 
18. როდის დასრულდება დამატებითი საშეღავათო პერიოდი და როდის დავიწყებ სესხის გადახდას?
 
მეორე ეტაპის დამატებითი საშეღავათო პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 12 ივნისიდან, 30 აგვისტოს ჩათვლით. ამ საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, სასესხო ვალდებულებების გადახდა დაიწყება 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან COVID-ამდე (ანუ 2020 წლის 14 მარტამდე) შედგენილი და შეთანხმებული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ თარიღებში.